“დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას იქ არსებულ ჰესთან არანაირი კავშირი არ აქვს“
ჩვენ უარი ვთქვით ფასადურ მშენებლობებზე და ვაშენებთ ისე, რომ გამორიცხული იყოს მშენებლობით გამოწვეული კატასტროფები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში „ხობიჰესი 2“-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას არანაირი კავშირი არ გააჩნია იქ არსებულ ჰესთან.
“გუშინ დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური შემთხვევა, არაფრით არ უკავშირდება იქ არსებულ ჰესს. ეს 20 კილომეტრის მოშორებით მოხდა დარიალის ჰესიდან. მეტიც, სწორედ ჰესის გვირაბმა მოახდინა წყლის ნაკადის გატარება და ავცდით კიდევ უფრო დიდ კატასტროფას,”-განაცხადა პრემიერმა.