დარიალის ხეობაში დაშავებული უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა

    უკრაინის მოქალაქე, რომელიც დარიალის ხეობიდან ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს, დღეს გარდაიცვალა. ექიმ-რეანიმატოლოგ თეა ჯანელიძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
“მას აღენიშნებოდა ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, ენდოტოქსიური შოკი და პოლიორგანული უკმარისობა”, – აღნიშნა ჯანელიძემ.
სტიქიის ზონიდან ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ სამი დაშავებული პირი გადაიყვანეს. უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე და ასევე თურქეთის ერთი მოქალაქე კლინიკიდან დღეს დილით გაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები