დარიალის ხეობაში რისკების თავიდან აცილების მიზნით გეგმა მუშავდება
დარიალის ხეობაში შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით რისკების მართვის გეგმა მუშავდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა.
ხოკრიშვილის განცხადებით, ვითარება სტიქიის ადგილზე კონტროლირებადია და სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტქურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილმა მინისტრის მოადგილე, გიორგი ამაშუკელთან და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით შავლიაშვილთან ერთად დარიალის ხეობაში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.