რუსეთის საგარეო უწყება: სტიქიის გამო რუსეთი საქართველოს შს სამინისტროსთან კოორდინაციაშია
დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის გამო, რუსეთი, ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, საქართველოს შს სამინისტროსთან კოორდინაციაშია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“საქართველოს ტერიტორიაზე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ ყაზბეგი-ზემო ლარსის რაიონში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს შორის კონტაქტი გაფორმდა. შესაბამისად, აუცილებელი კოორდინაციისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზება ხდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.