დარიალის ხეობიდან ღუდუშაურის კლინიკაში დაშავებული თურქეთის მოქალაქე მოათავსეს
დარიალის ხეობიდან ღუდუშურის კლინიკაში კიდევ ერთი დაშავებული მოათვსეს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა. ექიმების განცხადებით, მას მსუბუქი დაჟეჟილობები აღენიშნება. ამ დრომდე მძიმეა უკრაინის მოქალაქის მდგომარეობა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებული საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ლიდია ლისაკმა მოინახულა.
ჩვენი მოქალაქის დაშავების შესახებ მედიით შევიტყვეთ. არიან თუ არა ჩვენი სხვა მოქალაქეები დაკარგულები, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს“, – აღნიშნა ლიდია ლისაკმა.