გორგი გაბედავა: თენგიზას მრევლი თუ ჰყავდა, არ ვიცოდი

    თენგიზ კიტოვანი პარლამენტს რომ ბომბავდა, მაშინ არ ახსოვდა ქრისტიანობა? – ასე ეხმაურება უფლებადამცველი გიორგი გაბედავა თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის პარლამენტის ყოფილ შენობასთან მისვლის ფაქტს.
“მაინტერესებს, რა ჰაერით სუნთქავს თენგიზ კიტოვანი, რომელსაც საეჭვოდ აშუქებენ მედიის წარმომადგენლები! სადაც მე ვარ, იქ თენგიზ კიტოვანი ვერ იტყვის სიტყვას!!! ერთხელ მივუჩინე ადგილი!!! და, საერთოდ დაინტერესდნენ, რატომ აკეთებს ეს ადამიანი ჩვენი პოზიციის განცხადებებს??? პარლამენტს რომ ბომბავდა, მაშინ არ ახსოვდა ქრისტიანობა??? თენგიზ კიტოვანმა თქვა, სულ ჩემი ბიჭები არიან აქციაზეო. თენგიზას მრევლი თუ ჰყავდა, არ ვიცოდი. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია!!! კიტოვანისნაირი ხალხი რომ დადის ესეთ აქციაზე ჩუმად და ჟურნალისტები აზრს რომ ეკითხებიან ეს არის დისკრედიტაცია იმ ადამიანებისა, ვინც იქ იყო!!! ერთი აქციიდან გავაძევე თენგიზ კიტოვანი, მახსოვს, უზენაეს სასამართლოსთან სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართულ აქციაზე! ეს ადამიანი არის პროვოკატორი!“, -წერს გაბედავა ფეისბუქის პირად გვერდზე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი გუშინ, 17 მაისს, ლოცვითი მსვლელობის დროს რუსთაველის გამზირზე მივიდა. კიტოვანმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაგმო და განაცხადა, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები