შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეუერთდნენ აქციას „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა ფანცულაიამ და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს.
შსს-ს ცნობით, აქციაში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. მომავალში მსგავსი სახის ღონისძიება დეპარტამენტის სხვა რეგიონალურ დანაყოფებშიც იგეგმება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=52oA4wPEM7c” width=”560″ height=”315″]