საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ყაზბეგის” მუშაობა შეჩერებულია

     შემოსავლების სამსახური დარიალში ჩამოწოლილი მეწყერის გამო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
როგორც “კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ყაზბეგის” მუშაობა შეჩერებულია, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
“როგორც ცნობილია, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია, რამაც საფრთხე შეუქმნა, როგორც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, ასევე შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვები პუნქტი – “ყაზბეგის” მებაჟეებს, საზღვრის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებსა და მოქალაქეებს. მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა მათი ევაკუაცია. საბაჟო გამშვები პუნქტის მუშაობა შეჩერებულია, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა აუცილებელ და საგანგებო ღონისძიებას და მოსახლეობა მუდმივ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი” მუშაობას განაახლებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები