ირაკლი ღარიბაშვილმა ვერტმფრენი სამაშველო სამსახურებს დაუტოვა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დარიალის ხეობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც „კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში ავტომანქანით გამოემგზავრა. ის ვერტმფრენი კი, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის ადგილას დღეს შუადღეს ჩაფრინდა, სამაშველო სამსახურებს დაუტოვა. დარიალის ხეობაში დღეს მთის მასა ჩამოწვა. ამ დროისთვის სულ მცირე, 5 მძღოლი დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები