ყაზბეგის შემოსავლების სამსახურის საბაჟო – გამშვები პუნქტი მუშაობას დროებით წყვეტს

   დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობას დროებით წყევტს, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„კვირა“ შემოსავლების სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“როგორც ცნობილია, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია, რამაც საფრთხე შეუქმნა, როგორც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, ასევე შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვები პუნქტი – “ყაზბეგის” მებაჟეებს, საზღვრის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებსა და მოქალაქეებს.
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა მათი ევაკუაცია. საბაჟო – გამშვები პუნქტის მუშაობა შეჩერებულია როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა აუცილებელ და საგანგებო ღონისძიებას და მოსახლეობა მუდმივ რეჟიმში მიიღბს ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ. სამაშველო სამუშაოების დასრულებისთანავე საბაჟო – გამშვები პუნქტი “ყაზბეგი” განაახლებს მუშაობას. ამ დროისათვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები