„რომ არა დარიალჰესის გვირაბი, კიდევ უფრო გაიზრდებოდა სტიქიასთან დაკავშირებული რისკი“

ენერგეტიკის სამინისტრო დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული მინიშნებები, თითქოს მომხადრის გამომწვევი მიზეზი მშენებლობის ეტაპზე მყოფი დარიალის ჰიდროელექტროსადგურია, არ შეესაბამება სინამდვილეს.
„დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ კეთდება მინიშნებები, თითქოს ამ ფაქტის გამომწვევი მიზეზი მშენებლობის ეტაპზე მყოფი დარიალის ჰიდროელექტროსადგურია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზანმიმართული დეზინფომაციაა.
ყველასთვის კარგადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ მდინარე დევდორაკის ხეობა მყინვარწვერიდან იღებს სათავეს. გაზაფხულზე ადიდებულ მდინარეს ჩამოაქვს დიდი რაოდენობით ნაშალი თერგის კალაპოტში, რაც ასევე დაფიქსირდა 2007 წელს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დარიალჰესის ნაგებობები, გვირაბის ჩათვლით, თერგის მარჯვენა სანაპიროზეა განლაგებული და არანაირი კავშირი არ აქვს დევდორაკის ხეობასთან. რომ არა სწორედ დარიალჰესის ახლად აშენებული გვირაბი, ასე სწრაფად ვერ მოხერხდებოდა დაგუბებული თერგისათვის ახალი კალაპოტის გაჭრა და კიდევ უფრო გაიზრდებოდა სტიქიასთან დაკავშირებული რისკი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჰესზე მობილიზებული სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით ოპერატიულად დაიწყება ხეობის გაწმენდითი სამუშაოები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები