ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობასა და უკანონოდ შეძენა – შენახვაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობასა და უკანონოდ შეძენა – შენახვაში ბრალდებული ს.დ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ს.დ. – მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“ – ს. 2018 წლის 30 მაისს, ს.დ.-მ განიზრახა უკანონოდ გაესაღებინა 6,5438 გრამი ნარკოტიკული საშუალება დაუდგენელ პირებზე, რისთვისაც ნარკოტიკული საშუალება დატოვა ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის სკვერში, ასევე ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში, ამავე ქუჩაზე, მოშორებით მდებარე ადგილზე და ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტალში, თუმცა, ის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, ხოლო სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება მითითებული ადგილებიდან ამოიღეს. ბრალდებულის დაკავებისას ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მას აღმოაჩნდა 8 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“.
ს.დ. – ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.დ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები