„თავდაცვის მინისტრს და მის მოადგილეებს დანიშვნის დღიდან პრემიები არ აუღიათ“

  თავდაცვის მინისტრს და მის მოადგილეებს დანიშვნის დღიდან პრემიები არ აუღიათ, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, მინისტრის და მისი მოადგილეების შრომის ანაზღაურება განსხვავებულად ფორმირდება. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2013 წელს სამინისტროებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ: თავდაცვის მინისტრის და მისი მოადგილეების შრომის ანაზღაურება განსხვავებულად ფორმირდება.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დადგენილი სახელფასო დანამატის (4335 ლარი) გარდა, თავადაცვის მინისტრი ყოველთვიურად იღებს საკლასო ჩინის დანამატს, ხელფასის ოდენობის (3540 ლარი) 35%-ს (1239 ლარი), სტაჟის დანამატს 25%-ს (885 ლარი) და საიდუმლოს დანამატს 15%-ს (531 ლარი), რაც ყოველთვიურად სახელფასო დანამატის სახით სულ შეადგენს 6 990 ლარს. იგივე წესით ფორმირდება მინისტრის მოადგილეების სახელფასო დანამატები. მათ ანაზღაურებაში ხელფასის გარდა გათვალისწინებულია საკლასო ჩინის, საიდუმლოს და სტაჟის დანამატები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები