დარიალის ხეობის შესახებ გეოლოგების დასკვნა სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი
უახლოეს პერიოდში მთავრობის წარმომადგენლები დარიალის ხეობაში გეოლოგთა ჯგუფს ელოდებიან, რომლებიც შეისწავლიან, არსებობს თუ არა მეწყრის გამეორების საშიშროება, – ამის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არსებობს თუ არა მეწყერის კერები, გეოლოგებს შესწავლის შემდეგ ინფორმაცია ხვალ ექნებათ. მინისტრის ინფორმაციით, ინტენსიურად დაიწყება აღდგენა-გაწმენდითი სამუშაოები.
მთავრობის წარმომადგენლები ამ დრომდე სტიქიის ადგილას რჩებიან. დარიალის ხეობაში სამონასტრო კომპლექსში მყოფი ბერ-მონაზვნების, საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლების ევაკუირება თითქმის დასრულებულია. ისინი ტერიტორიიდან ვერტმფრენით გადმოიყვანეს.