მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის მშენებლობის სიახლოვეს მდებარე გვირაბიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ევაკუირებული ადამიანი სატვირთო მანქანის მძღოლია.
შეგახსენებთ, რომ სტიქიის ზონიდან მაშველებმა 13 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში, სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ. ერთი მოქალაქე ფეხის მოტეხილობით ყაზბეგის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სამინისტრის ხელმძღვანელი პირები დარიალის ხეობაში იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დანაყოფები სამაშველო ღონისძიებებს აგრძელებენ.