ალექსანდრე ჭიკაიძე: შესაძლოა, იყოს მსხვერპლი
შინაგან საქმეთა მინისტრის ვარაუდით, დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის გამო შესაძლოა, მსხვერპლი იყოს. ალექსანდრე ჭიკაიძე შემთხვევის ადგილზე ვითარებას გაეცნო. მისივე თქმით, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები ადამიანების ამოსაყვანად.
„ღვარცოფის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, გადაკეტა ხეობა. რამდენიმე ტრაილერია მოყოლილი. შესაძლოა, იყოს მსხვერპლი. ერთი თურქი მძღოლის გადარჩენა მოხერხდა, ის მაშველებმა ვერტმფრენით ამოიყვანეს. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. არაფერი აღარ არის საგანგაშო“, – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.