გიორგი მარგველაშვილი: სტიქიის შედეგად ადამიანები დაიკარგნენ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარიალის ხეობაში იმყოფება. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სტიქიის შედეგად ადამიანები არიან დაკარგულები. “ბუნებრივია, მოხდა საშინელი ტრაგედია, სტიქიის დროს ადამიანები დაიკარგნენ. გზა არის მთლიანად დაკარგული და მის აღდგენას ძალიან დიდი სამუშაოები დასჭირდება. ვიცით, რომ შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულნი და ვითარების გამოსასწორებლად ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დარიალის ხეობაში მთის მასა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, მეწყერმა ავტომობილები და სატვირთო მანქანები მოიყოლა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურია მობილიზებული, ასევე ადგილზე არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.