რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროსა და საქართველოს შსს-ს შორის კონტაქტი შედგა

   დარიალის ხეობაში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროსა და საქართველოს შსს-ს შესაბამის დეპარტამენტს შორის კონტაქტი შედგა.
“სასაზღვრო საკონტროლო პუნქტის “ყაზბეგი (საქართველო) – ზემო ლარსი (რუსეთი)” რაიონში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროსა და საქართველოს შსს-ს შესაბამის დეპარტამენტს შორის დამყარებულია კონტაქტი. გვარდება აუცილებელი კოორდინაცია და ურთიერთქმედება”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები