ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში საგანგებო სხდომას მართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ შენობაში შტაბის საგანგებო სხდომას მართავს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი უშუალოდ იღებს ინფორმაციას სტიქიური შემთხვევის და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ.
საგანგებო შტაბის სხდომას ესწრებიან: მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Qtw5T_1SMlY&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]