რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია წელს უკვე მეორედ გაქურდეს

რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია წელს უკვე მეორედ გაქურდეს.
მაღაზიიდან წაღებულია ძვირადღირებული 18 მობილური ტელეფონი.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილმა პირებმა სავაჭრო ობიექტში მთავარი შესასვლელი კარიდან შეაღწიეს, რის გამოც კარი დაზიანებულია. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები