ეკა ბესელია საგამოძიებო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ კონფერენციას – ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმა“ დაესწრო.
კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა და კრიმინალური პოლიციის რეფორმის განხორციელებაზე ისაუბრა.
კონფერენციაზე გამომსვლელებმა, ასევე, ისაუბრეს საგამოძიებო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და გადადგმულ ნაბიჯებზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ახალ სტრუქტურაზე და გამოძიების პროცესში საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებებზე.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები