ბრალდებულს, რომელმაც მეუღლეს თვალებში დეოდორანტი შეასხა და შემდეგ დაჭრა, 6-წლამდე პატიმრობა მიესაჯა

ოჯახში ძალადობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებისთვის ბრალდებული დ.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111 120-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 მარტს, თბილისში, შევარდენიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ნ.-მ მეუღლის – ე.ტ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც თვალებში დეოდორანტი შეასხა და თავის არეში მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა დ.ნ. 2018 წლის 20 მარტს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი), 111 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ნ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები