მთის მასაში რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები და ტრაილერებია მოყოლილი

   დარილიას ხეობაში, მოწყვეტილი მთის მასაში რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები და ტრაილერებია მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს დილით, სოფელ გველეთთან მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივის ჩამოშლამ რუსეთიდან მომავალი 700- მილიმეტრიანი და 1200- მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები დააზიანა.
„დღეს, დილით, დაახლოებით 10 საათისთვის, სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რომელმაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. ამ დროისთვის შეწყვეტილია სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი და გაფრთხილებულია რუსეთისა და სომხეთის შესაბამისი უწყებები. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ავარიული ჯგუფები უკვე მობილიზებულია ადგილზე, უპირველეს ყოვლისა, მიმდინარეობს მთის მასივის მიერ გადაკეტილი თერგის კალაპოტისა და გზის გაწმენდა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ავარიის მოცულობის შეფასება.
აქვეა მობილიზებული ლარსისა და დარიალის ჰესების სამშენებლო ტექნიკაც, რაც დაეხმარება შესაბამის სამსახურებს გზის და კალაპოტის გაწმენდაში. წინასწარი ინფორმაციით, დამეწყრილ ზონაში მოყოლილია ავტომანქანები, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამინისტროების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები. სამაშველო სამუშოები მიმდინარეობს“, – ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები