გიორგი მარგველაშვილი დარიალის ხეობაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტიქიის ადგილზე უკვე გაემგზავრა. ქვეყნის პირველი პირი ხეობაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა. როგორც ცნობილია, დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.
დარიალის ხეობაში იმყოფებიან: პრემიერ-მინისტრი, ასევე შინაგან საქმეთა, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები.