შსს-მ „ლიბერალის“ რედაქტორის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ „ლიბერალის“ რედაქტორის ზურაბ ვარდიაშვილის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126/-ე მუხლით და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმდებები, დანიშნულია ექსპერტიზები.
ამასთან, შსს-ში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, მათ შორის იდენტიფიცირებული პირების, რომლებიც ამ თავდასხმას შეესწრნენ ან მასში მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, საღამოს „ლიბერალის“ რედაქტორს ზურაბ ვარდიაშვილს რამდენიმე პირი თავს დაესხა და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები