ირაკლი კობახიძე: ჩვენი ერთადერთი ინტერესია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს მედია პლურალიზმი

„ჩვენი ერთადერთი ინტერესი არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში მედია პლურალიზმი. თუ სადმე არის კითხვა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, ეს კითხვები უნდა დაისვას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იბერიას” გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრს, ლევან ყიფიანს, რომელსაც დღეს პროკურატურაში გამოკითხავენ, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
“თუ სადმე არის კითხვები, ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. ჩვენი ერთადერთი ინტერესი არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში მედია პლურალიზმი. ეს არის ჩვენი ერთ -ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლიდან. 2012 წლამდე იყო სრული მონოპოლია მედია სივრცეში, სატელევიზიო სივრცეში. 2012 წლიდან საქართველოში მედია არის თავისუფალი, არის უზრუნველყოფილი მედია პლურალიზმი და ამ მიღწევას ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. შესაბამისად, არანაირი სუბიექტური ინტერესი, ბუნებრივია, მმართველ პარტიას აქ არ აქვს. თუ სადმე არის კითხვა საქმესთან დაკავშირებით, კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, ეს კითხვები უნდა დაისვას და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები