ორთაჭალაში, „თიბისი ბანკის“ ფილიალში ცეცხლმოკიდებული ბოთლი შეაგდეს – ბრალდებული დაკავებულია

სამართალდამცველებმა ის პირი დააკვეს, რომელმაც ორთაჭალაში, „თიბისი ბანკის“ ფილიალში ცეცხლმოკიდებული ბოთლი შეაგდო.
შემთხვევის შედეგად შენობაში მცირე ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს ხულიგნობა და ნივთის დაზიანება ან განადგურება (სსკ-ს 239-ე და 187-ე). არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები