ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოში ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე დაესწრნენ და აღსაზრდელებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
“რაიონის მზარდი მოსახლეობისა და ბავშვთა სიმრავლის ფონზე, საბავშვო ბაღების სიმცირე მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. ამიტომ, უკვე წლებია ბაღების მართვის სააგენტოსთან და გამგეობასთან ერთად, ამ საკითხზე აქტიურად და კოორდინირებულად ვმუშაობთ. მოხარული ვარ, რომ შევძელით ჩუღურეთელი ბავშვებისთვის კიდევ ერთი ბაღი აგვეშენებინა“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
პალიასტომის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე N68 ბაგა- ბაღი თანამედროვე ტიპის ნაგებობაა, ადაპტირებულია შშმ პირებზე და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
რაიონის გამგეობის მიერ ბაღის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა, დაიგო ასფალტის საფარი.
ბაღი 350 აღსაზრდელზეა გათვლილი. ამავე შენობაში განთავსდა ასევე 64-ე საჯარო ბაღი, რომლის შენობაც ავარიული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები