მეუფე იაკობი მარიხუანაზე: რა ავტორიტეტი ექნება პოლიციას, თუ ახლა სამართალდამცავები გააკეთებენ იმას, რასაც აქამდე ებრძოდნენ

0

„რა ავტორიტეტი ექნება პოლიციას, თუ ახლა სამართალდამცავები გააკეთებენ იმას, რასაც აქამდე ებრძოდნენ“, – ამის შესახებ როგორც მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე მარიხუანას წარმოება-ექსპორტის ინიციატივასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს.
„ხელისუფლებას შეუძლია „გადახედოს“, რამდენი ადამიანი გაჰყვება მას და რამდენი ეკლესიას.
შინაგან საქმეთა მინისტრს ვიცნობ, ჭკვიანი კაცია და მინდა მას მივმართო. ის არის პოლიციის სახე დღესდღეობით. ქვეყანას სჭირდება ძლიერი პოლიცია და დღევანდელდამდე, ძველი დროიდან მოყოლებული, ქართველი სამართალდამცველები რასაც ებრძოდნენ, ახლა თვითონ რომ ეგ გააკეთონ, რა ავტორიტეტი ექნებათ პოლიციაში? დღეს ჩვენ უფრო მოგვისმენს ხალხი თუ ჩვენს მთავრობას? იმ ადამიანებს, რომლებიც კეთილდღეობაზე გველაპარაკებიან. გადახედონ და შეხედონ რამდენი გაყვება მათ და რამდენს ექნება ჩვენი იმედი, რომ არ მივატოვებთ.
მე კიდევ მჯერა და იმედს მაინც ვიტოვებ, რადგან ადამიანს უნდა დაუტოვო გზა, რომ თავისი შეცდომა აღიაროს. ვფიქრობ, რომ ეს არამარტო შეცდომაა, არამედ საბოლოო ჯამში, თუ მივიღებთ, თავისი სახელიც დაერქმევათ და მოღალატეები დაერქმევათ. რაც არ უნდა ინოვაციებზე გველაპარაკოს ფინანსთა მინისტრი, ადამიანი როცა მოდის მთავრობაში ხომ ჰკითხავთ – მითხარი რა გაგიკეთებია?! აი, გვითხარით, რა გაქვთ გაკეთებული რომ გენდოთ? ნდობა რომ გვქონდეს თქვენი? ეს ბუნებრივი კითხვებია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა ხელისუფლებას მოუწოდა, ნუ დაუპირისპირდება ერს.
„თუ მაინც თავისი არ დაიშალეს და გაიტანეს, ჩვენ გვრჩება პარლამენტი. პარლამენტში 150 კაცი ავირჩიეთ და დღეს არ ვიცი, რამდენია დარჩენილი, მაგრამ მე მჯერა, რომ მათში საქართველოს მოწინააღმდეგეს იმდენს ვერ იპოვიან, რომ ქართველი ერის წინააღმდეგ მიიღონ რაღაც გადაწყვეტილება.
ნუ დავუპირისპირდებით ერს. ერთი რამ იცოდეთ – ჩვენ, ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს, სადაც დავჭირდებით ერს იქ ვიქნებით. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები. ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია ისე წყანარად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არც იცოდნენ, რას ვაკეთებთ. არაფერზე, არცერთი ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან. ჩვენ დავდგებით იქ, სადაც გვთხოვს ჩვენი ერი. ბევრი მოდის და გვეუბნება, ოჯახიდან ყველა გამოვალთო, ბავშვებთან ერთად გამოვალთო და ალბათ, თუ უგუნურება გააგრძელეს, ასიათასობით კაციც გამოვალთ და მერე უკვე ძალის წინააღმდეგ, უნდათ არ უნდათ დაიხევენ უკან“, – აღნიშნა მეუფე იკობმა.

კომენტარები

კომენტარი