მიხეილ ბატიაშვილი: მთავარი ამოცანაა, მშობელი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, როცა მისი შვილი სკოლაშია

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მანდატურების უფლებების გაფართოების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
ბატიაშვილმა სკოლებში უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ჩართულობა. გათვალისწინებულია, რომ რაც შეიძლება აქტიურად იყვნენ ჩართულები არა როდესაც რაიმე ფაქტი მოხდება, არამედ პრევენციისთვის. 24 საათის განმავლობაში ცხელი ხაზი ფუნქციონირებს. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კიდევ გასაკეთებელია ამ კუთხით სამუშაოები, რაზეც ვმუშაობთ. ყველაზე მთავარი ამოცანაა, რომ მშობელი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, როდესაც მისი შვილი სკოლაში იმყოფება”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები