დარიალის ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა

  ყაზბეგში, დარიალის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ჩავიდა. მინისტრი ადგილზე გაეცნობა არსებულ სიტუაციას.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალის ხეობაში, მთის მოწყვეტის შედეგად გვირაბში ჩარჩენილი 15-მდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
დარიალის ხეობაში მთის მასა დღეს დილით მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეწყერმა ავტომობილები მოიყოლა. ხეობაში მოსახლეობისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები