ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი დაჭრეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ​არასრულწლოვანსა და 40 წლამდე ასაკის მამაკაცს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად, დაზიანება ორივე მათგანს აღენიშნება, თუმცა არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე უკვე დაკავებულია ერთი პირი. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები