გორში ქმარმა ყოფილი ცოლი დაჭრა – დანაშაული გახსნილია

  ქალაქ გორში ქმარმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 120-ე მუხლით. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი შემთხვევიდან სამ საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გორის სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, ეჭვმიტანილმა ყოფილ მეუღლეს სამსახურში მიაკითხა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. მათი განცხადებით, ყოფილი ქმარი მეუღლესთან შერიგებას ითხოვდა. ახალგაზრდა ქალბატონი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის მხარის არეშია დაჭრილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები