სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა
დღეს დილით დარიალის ხეობაში მთის მოწყვეტამ ჩრდილოეთ-სამხრეთის 1200 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა და სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი შეწყვიტა.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე სომხეთში გაზის ტრანზიტი აღდგება. ავარიის შესახებ ინფორმირებულია როგორც, რუსული, ისე სომხური მხარე.
საქართველოს გაზმომარაგებას სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო პრობლემები არ შეექმნება.