სოჭში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დაჭრეს

სოჭში, ცნობილ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, დავით ქარსელაძეს, ზედმეტსახელად “კალატოზას”, ცეცხლსასროლი იარაღით მრავალი ჭრილობა მიაყენეს. მომხდარის შესახებ ტელეგრამ-არხი “მეშ” იტყობინება.
ქარსელაძეს ცეცხლი ორმა უცნობმა პირმა გაუხსნა. დანაშაული სოჭში, ბუკოვოს ქუჩაზე მოხდა. ამ დროისთვის თავდამსხმელებზე არაფერია ცნობილი. დაზარალებული რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
2000 წელს, ქარსელაძის დაკავების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, კახა თარგამაძემ, საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ახლა ყველა შეძლებდა მშვიდად ცხოვრებას, რადგან დავით ქარსელაძე შიშს ჰგვრიდა არა მარტო ბიზნესმენებს, არამედ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები