ფოლკლორის ცენტრში ლილი პირველის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება
12 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება მხატვარ-ექსპერიმენტატორის – ლილი პირველის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა – „ჩემი საქართველო – სიყვარულის ადგილი“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილია ფერწერა და ხელნაკეთი ნივთები.
ლილი პირველის რამდენიმე ფერწერული ტილო ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციაში.
ლილი პირველის ნამუშევრებში დომინირებს ყვავილი ყაყაჩო, რომელსაც, ავტორის აზრით, სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს, ყაყაჩო გამოხატავს ვნებიან სიყვარულს და ახალგაზრდობას, ის არის სევდისა და მოგონებების სიმბოლოც.
გამოფენა 17 სექტემბერს დაიხურება.