სამეგრელოში ერთ-ერთი სახლის ჭიშკარზე ჩანთით ჩამოკიდებული ჩვილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ახალშობილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ჩვილი ერთ-ერთი სახლის ჭიშკარზე, დღეს დილას, ჩანთით ჩამოკიდებული დატოვეს.
ახალშობილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ახალშობილის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები