ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ავარიის შედეგად დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავარიის შედეგად დაიღუპა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ავარია სირიიდან “აფხაზეთის დელეგაციის” დაბრუნებისას მოხდა. უფრო კონკრეტულად კი, სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ ავტომანქანით მიმავალი ე.წ. სამთავრობო ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავიდა.გენადი გაგულია 70 წლის იყო, ის ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად 2018 წლის აპრილში დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები