საქართველოში შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

საქართველოში ვიზიტით შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ მფლობელი, პიტერ შპულერი იმყოფება.
მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის დამფუძნებელი „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს დავით ფერაძეს და თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში „შტადლერის“ რეგიონული ქარხნის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით, როგორც ,,საქართველოს რკინიგზას“, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვისაც დაამზადებს მოძრავ შემადგენლობებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელმა ლიდერმა შვეიცარიულმა კომპანია „შტადლერმა“, „საქართველოს რკინიგზამ“ და თბილისის მერიამ რეგიონული საწარმოს მშენებლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2018 წლის ივნისის თვეში გააფორმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები