„თი-ბი-სი“ ბანკის მომხმარებლები “ერთგულ” ქულებს უკვე „კარფურშიც” დააგროვებენ

დღეიდან, „თი-ბი-სი“ ბანკის მომხმარებლები „ერთგული” ქულების დაგროვებას ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურშიც” შეძლებენ.
„თი-ბი-სის“ ტერმინალები „კარფურის” სავაჭრო ობიექტებში უკვე განთავსდა. ერთგული ქულები მომხმარებლებს ერთგული ბარათით, ასევე „თი-ბი-სი“ ბანკის ნებისმიერი საკრედიტო ბარათითა და უკონტაქტო სტიკერით გადახდისას დაერიცხებათ.
გარდა ამისა, „თი-ბი-სის“ მომხმარებლები კარფურის 6 წლის იუბილეს ფარგლებში დაგეგმილ გათამაშებაში მოგების მეტი შესაძლებლობითა და გაორმაგებული ბილეთებით ჩაერთვებიან. კერძოდ, 5 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, “კარფურის” სუპერმარკეტებში 35 ლარის, ხოლო ჰიპერმარკეტებში 65 ლარის შენაძენზე მომხმარებლები გათამაშების 1 ბილეთს მიიღებენ. „თი-ბი-სის“ ბარათით გადახდის შემთხვევაში კი, იმავე რაოდენობის შენაძენზე 1-ის ნაცვლად, 2 ბილეთს დააგროვებენ.
კარფურის საიუბილეო გათამაშებაში მომხმარებლებს შემდეგი პრიზები მოგების შესაძლებლობა აქვთ:
· ბინა ფრანგულ უბანში „უნიქს დეველოპმენტისგან”
· ავტომობილი Hyundai accent 2018 (5 ავტომობილი)
· 5 000 ლარიანი სასწავლო გრანტი (20 გრანტი)
· 1 წლიანი უფასო შოპინგი “კარფურში” (3 000 ლარის ღირებულების 5 სასაჩუქრე ბარათი)
· კინოს, თატრისა და მუზეუმის ვაუჩერი (600 ვაუჩერი)
· 5 ლარიანი ფულადი ვაუჩერი (25 000 ვაუჩერი)
უახლოეს მომავალში „თი-ბი-სის“ „ერთგული” ბარათი მომხმარებლებს “კარფურში” შოპინგისას არაერთი საინტერესო შეთავაზებას და სიურპრიზს ჰპირდება.
„ერთგულის” შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.ertguli.ge

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები