მტირალას პარკის მიმართულებით გზა სრულად რეაბილიტირებულია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის მიმართულებით გზის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ასფალტ-ბეტონის საფარი 3 230 მეტრზე დაიგო, რაც მტირალას ეროვნული პარკის მიმართულებით ადგილობრივთა და ტურისტთა კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს. პროექტი გრძელდება და საბოლოო ჯამში, 12 548 მ2 გზის მოასფალტებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მტირალას პარკს ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს, თუმცა პარკის მიმართულებით გადაადგილება, დაზიანებული გზების გამო, გართულებული იყო.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გზის მოასფალტების გარდა, მოეწყო ბეტონის საყრდენი კედლები, გაბიონები, სამი ახალი ხიდი და ჩატარდა ორი არსებული ხიდის რეაბილიტაცია.
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 234 ათას ლარამდე გამოიყო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 29,790 კმ ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა 14 მიმართულებით, 9 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია, ასევე, 76 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილია 18 224 785 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები