ქუთაისში I საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება

16-22 სექტემბერს, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში  ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერლის დავით ღვინიანიძის საერთაშორისო ფონდის „მსოფლიო ტალანტების“ ერთობლივი პროექტია.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის შემოქმედებითი სტუმრები იქნებიან საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი და ქართველი მუსიკოსები – თამარ ივერი, რაულ მელო, მარია პახარი, ლარისა ანდრეევა, ალექსანდრ კირეევი, კონსტანტინე სუჩკოვი, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე, ირაკლი მურჯიკნელი, გიორგი ცინცაძე, აკაკი იოსელიანი.
მომღერლები მონაწილეობას მიიღებენ რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზებში“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატაში“, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებაში“, კამერული მუსიკის საღამოში, ფესტივალის საზეიმო გალაკონცერტში. ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-ოპერის“ სოლისტი რაულ მელო კი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერკლასსაც ჩაატარებს. ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალის საბაზო კოლექტივია ქუთაისის ოპერის თეატრი – სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. ფესტივალის მთავარი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, მთავარი რეჟისორი – მაია გაჩეჩილაძე.

16 სექტემბერი – ფესტივალის საზეიმო გახსნა, რუჯერო ლეონკავალო „ჯამბაზები“. მონაწილეობენ: რაულ მელო (კანიო), თამარ ივერი (ნედა), ალექსანდრე კირეევი (სილვიო), სულხან გველესიანი (ტონიო), ირაკლი მურჯიკნელი (ბეპე);

17 სექტემბერი – ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერის სოლისტის, რაულ მელოს მასტერკლასი;

18 სექტემბერი – ჯუზეპე ვერდი „ტრავიატა“. მონაწილეობენ: მარია პახარი (ვიოლეტა), ბადრი ადამია (ალფრედ ჟერმონი), კონსტანტინე სუჩკოვი (ჟორჟ ჟერმონი), ლარისა ანდრეევა (ფლორა), ემილ ჩარგაზია (მარკიზი), გიორგი ცინცაძე (გასტონი), კალისტრატე ხარჩილავა (ბარონი), აკაკი იოსელიანი (ექიმი), მარიეტა მაჩალაძე (ანინა);

19 სექტემბერი – კამერული მუსიკის საღამო, მონაწილეობენ: ლარისა ანდრეევა, მარია პახარი, მარიკა მაჩიტიძე, ალექსანდრე კირეევი, დავით ღვინიანიძე. კონცერტმაისტერები – თემურ ელიავა, მარიამ ლოლუა.

20 სექტემბერი – რუჯერო ლეონკავალო „სოფლის ღირსება“. მონაწილეობენ: რაულ მელო (ტურიდუ), ლარისა ანდრეევა (სანტუცა), სულხან გველესიანი (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), ელენე ჯანჯალია (ლუჩია);

22 სექტემბერი – საზეიმო გალაკონცერტი – ფესტივალის დახურვა.

სპექტაკლები და კონცერტები 19 საათზე დაიწყება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ააიპ ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები