“ლალი მორშკინას დიმიტრი დარბაისელის თანამდებობის ხელში ჩაგდება სურს“

იურისტთა საერთაშორისო სახლი ლალი მოროშკინას, სახლხო დამცველს და “ნაციონალურ მოძრაობას“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღდმეგ ერთობლივად წამოწყებულ კამპანიაში ადანაშაულებს. როგორც “კვირას“ იურისტთა საერთაშორის სახლის დირექტორმა ზვიად ფოფხაძემ განუცხადა, აღნიშნული პირები შეთანხმებულად მოქმედებენ, რათა საზოგადოებაში დეპარტამენტის თავმჯდომარის დიმიტრი დარბაისელის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება შექმნან. იურისტთა საერთაშორის სახლის დირექტორი ფიქრობს, რომ მოროშკინა დარბაისელის თანამდებობის ხელში ჩაგდებას ცილისწამებლური მეთოდებით ცდილობს.
ზვიად ფოფხაძის ინფორმაციით, დარბაისელმა დეპარტამენტიდან სწორედ ის თანამშრომლები გაათავისუფლა, ვინც პატიმრების მიმართ არაადამიანური მომპყრობით იყვენ დაკავებული და ზოგიერთი მათგანი სხვა და სხვა პოლიტიკური ძალის დაკვეთებს ასრულებდა.
“ეს ყველაფერი დიმიტრი დარბაისელის დისკრედიტაციას ემსახურება. ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ეგრეთ წოდებული შავი პიარკამპანია დეპარტამენტის თავმჯდომარის მიმართ. რაც შეეხება ხელფასების საკითხს, მას შემდეგ უკვე ლალი მოროშკინა აკეთებს ამაზე განცხადებას და ამბობს, რომ მინისტრს ვერ პოულობს, მინისტრი ზეწოლას განიცდის, ასევე მზად არის, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობა შეასრულოს. აქ უკვე ყველაფერი ნათელია, მოროშკინას დარბაისელის თანამდებობის ხელში ჩაგდება ცილისწამებლური მეთოდებით უნდა. თუ მოროშკინას განვლილ გზას შევხედავთ, ასეთი ქმედება მისთვის უცხო არ არის. ის მსგავსი მეთოდებით ცდილობდა და იღებდა სხვადასხვა თანამდებობას.
რაც შეეხება დეპარტამენტში განვითარებულ საკადრო ცვლილებებს, როგორც ჩანს, ეს მტკივნეული აღმოჩნდა გარკვეული პოლიტიკური წრისათვის. ჩვენი ინფორმაციით, დარბაისელმა სწორედ ის თანამშრომლები გაანთავისუფლა დეპარტამენტიდან, ვინც პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობით იყვნენ დაკავებულნი და ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის დაკვეთებს ასრულებდა.
ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ დღესაც მიმდინარეობს რეფორმა, რათა პატიმრებმა თავი სისტემაში მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ და არ მოხდეს მათი უფლებების დარღევა და არაადამიანური მოპყრობა. რაც შეეხება უჩა ნანუაშვილის განცხადებას, ვფიქრობთ, ესეც ამ დაწყებული შავი პიარკამპანიის ერთ-ერთი რგოლია, რადგან მისი განცხადებით, ნათელია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ მისცეს მათზე დაკისრებული უფლებების განხორციელების უფლება აპრილის თვეში. აქ ისმება ლოგიკური კითხვა, რატომ აპრილის თვეში, მეორე დღეს არ მოითხოვა სახალხო დამცველმა აღნიშნულ დარეკვაზე რეაგირება. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზაცია ფიქრობს, ეს ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი და დაწყებული კამპანია, რადგან ლალი მოროშკინა ყველანაირი მეთოდით ცდილობს, მოიპოვოს დეპარტამენტის დავმჯდომარის თანამდებობა. იურისტთა საერთაშორისო სახლი მოვითხოვთ, გაუქმდეს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც შექმნილია სახალხო დამცველის ბრძანებით, შეიქმნას ახალი მონიტორინგის საბჭო, რომელიც ეფექტურად იმუშავებს სასჯელაღსრულების სისტემაში და საზოგადოებას ყოველდღიურდ მიაწოდებს ინფორმაციას სისტემაში პატიმართა მდგომარეობის შესახებ“, – განუცხადა “კვირას“ ზვიად ფოფხაძემ.
მისივე თქმით, იურისტთა საერთაშორისო სახლი მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან, შეხვდეს დეპარტამენტის თავმჯდომარეს და პირადად გაერკვიოს შექმნილ ვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები