გაგარინის მოედანთან მდებარე კორპუსის მე-4 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში, გაგარინის მოედანთან ახლოს, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მეზობლები თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. მათი თქმით, მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
ერთი-ერთი მეზობელი, გარდაცვლილის მეუღლეზე დაყრდნობით ამბობს, რომ მან თავად დაინახა თუ როგორ გადახტა მისი ქმარი აივნიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მამაკაცს, მეუღლე, შვილი და შვილიშვილები დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები