გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სკოლის გამოსაშვები გამოცდების, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდების ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნა. სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს მოახლოებული სკოლის გამოსაშვები გამოცდები და ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის შინაარსობრივი და ლოგისტიკური.
საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი. შტაბის შემადგენლობაში არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს წამყვანი დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და ,,თელასის” წარმომადგენლები. პროცესში ჩართული თითოეული წევრი კომპეტენციის ფარგლებში, კონკრეტული მიმართულებით იღებს პასუხისმგებლობას, რათა საგამოცდო პროცესი გამართულად მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართოს, ანალოგიური სამუშაო შეხვედრები გამოცდების პერიოდშიც გაიმართება, შეჯამდება და შეფასდება გამოცდების მიმდინარეობა და შედეგები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები