“დაჩაგრული” კახელი გლეხი “ლეიბორისტული პარტიის” აქტივისტი აღმოჩნდა”

ერთ-ერთი მედიის ეთერში 30 აგვისტოს გასული სიუჟეტი, რომელიც კახელი გლეხის გასაჭირს ეხებოდა, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის დადგმული სპექტაკლი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი ფეისბუქგვერდის მიერ სოციალურ ქსელში ჩატარებული ძიების შედეგად ვრცელდება.
ფეისბუქგვერდის მიერ სოციალურ ქსელში ჩატარებული ძიების შედეგების თანახმად, კახელი გლეხი უჩა გოგიბერიძე, რომელიც „საკუთარი“ მოსავლის „საკუთარი“ მანქანით გასაღების შეზღუდვებზე საგანგებოდ მოწვეული ჟურნალისტების და პოლიტიკური პარტიის ლიდერის წინაშე ჩიოდა, სინამდვილეში, “ლეიბორისტული პარტიის” აქტივისტი აღმოჩნდა.
ამას ადასტურებს მის პირად პროფილზე გამოქვეყნებული ინფორმაცია და ატვირთული ფოტოები “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერების გარემოცვაში.
ერთ-ერთი ფეისბუქგვერდის მიერ სოციალურ ქსელში ჩატარებული ძიების შედეგად ,ირკვევა:
“დაჩაგრული „გლეხის“ და „გარემოვაჭრის“ „საკუთარი“ მანქანა “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთ წევრს გურჯაანიდან ეკუთვნის.
ოზურგეთის რაიონის სოფელ ასანის მკვიდრმა ახალგაზრდამ, წინასწარი განზრახვით, თავისი პარტიის ლიდერთან ერთად, ცრუ და მოგონილი ბრალდებების წამოყენების საშუალებით, შეცდომაში შეიყვანა ჟურნალისტები და საზოგადოება”.

წყარო: “პია”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები