ტაიფუნ “ჯების” გამო, იაპონიის პრეფექტურებში – ოსაკა, გუფუ, მიე, აიტიში 1,2 მილიონი ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. ტაიფუნის შემდეგ, ქვეყნის ამ მხარეში მზიანი ამინდი გამოვიდა, ამ დროისთვის, 32 გრადუსი სითბო ფიქსირდება. დენის უქონლობის გამო, მოსახლეობა კონდიციონერებისა და ვენტილატორების გამოყენებას ვერ ახერხებს.
კიოტოს პრეფექტურაში 160 სკოლის მოსწავლე საზაფხულო ბანაკშია ჩარჩენილი, ვინაიდან ტაიფუნმა ამ პრეფექტურასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გაანადგურა.