თეა წულუკიანმა თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის ელჩს მიუსამძიმრა

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის ხელისუფლებას და საქართველოში თურქეთის ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს პირადად მიუსამძიმრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ თურქულ პროვინცია სამინაში, სომნას მაღაროში, 13 მაისს მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 284 ადამიანი გარდაიცვალა. სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე 500-მდე მაშველი მუშაობს. ტრაგედიის დროს მიწისქვეშ 787 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები