ხატია ბუნიათიშვილისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება

15 სექტემბერს, 19:30 საათზე,  ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ -კულტურული ცენტრის სცენაზე,  დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ერთმანეთს შეხვდებიან მსოფლიოს ვარსკვლავი – პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტი ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გაიმართება.
მსოფლიოს მრავალი პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის ხშირი სტუმარი, სახელგანთქმული სიმფონიური ორკეტრებისა და დირიჟორების სასცენო პარტნიორი, SONY-ს ექსკლუზიური არტისტი – ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაში წარდგება სერგეი რახმანინოვის კონცერტით ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N2. ხოლო ვახტანგ კახიძე შეასრულებს მოდესტ მუსორგსის საფორტეპიანო შედევრის „სურათები გამოფენიდან“ საორკესტრო ვარიანტს გაორკესტრებულს მორის რაველის მიერ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც: ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრის სალაროში (მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზირი N123/125;
სალარო: 2 962207) ასევე ელექტრონულად შემდეგ ბმულზე: www.biletebi.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები