გურამ წიბახაშვილისა და რიტა ხაჩატურიანის გამოფენა გაიხსნება
7 სექტემბერს, 19:00 საათზე, გალერეა „ვანდა“ და ჟურნალი „ინდიგო“ გურამ წიბახაშვილისა და რიტა ხაჩატურიანის გამოფენას მართავენ. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა”კონტაქტის” გახსნასთან ერთად ჟურნალის №32 ნომრის წარდგენაც გაიმართება, სადაც გურამ წიბახაშვილისა და რიტა ხაჩატურიანის დიალოგია დაბეჭდილი.
№32 ნომრის მთავარი თემა, რიტა ხაჩატურიანის ერთი სერიის მსგავსად, შიში და მასთან გამკლავების გზებია – ინდიგოს ავტორებმა, სხვადასხვა ტექსტში, თავი მოუყარეს ამბებს შიშებთან მებრძოლ ადამიანებზე.